Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | სასტუმრო ლეოგრანდე, ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების თხოვნით, ძველი სახელით ფუნქციონირებას წყვეტს
ambebi.ge
08 December 2017, 11:20
სასტუმრო და სამორინე "ლეოგრანდე" არსებული სახელწოდებით ფუნქციონირებას წყვეტს. გადაწყვეტილება სასტუმროს მეპატრონემ, ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და იურისტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასტუმრო "ლეოგრანდეს" იურისტმა კახა წერეთელმა განუცხადა, შეხვედრაზე სასტუმრომ, დაღუპულთა ოჯახის წევრებს, სხვადასხვა საკითხებზე საკუთარი პოზიცია გააცნო.

"თვითონ გარდაცვლილთა ოჯახების თხოვნის გათვალისწინებით, სასტუმროს მეპატრონემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასტუმროს შეეცვალოს სახელწოდება და მას აღარ ერქვას "ლეოგრანდე", რადგან თუნდაც ეს სახელი, უკვე ძალიან მძიმეა და თვითონ ეს წარწერაც, როცა შემოდიხარ ქალაქში მძიმეა ყველა იმ /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); ოჯახისთვის და მათ შორის საზოგადოებისთვის. სასტუმრო და სამორინე "ლეოგრანდე" ამ სახელით წყვეტს ფუნქციონირებას", - განაცხადა კახა წერეთელმა.

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 24 ნოემბერს გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან ათეულობით მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.

ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზებული იყო 21 ადამიანი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი